პეტრას აუსტრევიჩუსი - თბილისის რეჟიმი სასოწარკვეთით ცდილობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყველა შესაძლო ზეწოლა შეინარჩუნოს - Palitra News

პეტრას აუსტრევიჩუსი - თბილისის რეჟიმი სასოწარკვეთით ცდილობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყველა შესაძლო ზეწოლა შეინარჩუნოს

2025-03-17 17:26:41+04:00

თბილისის რეჟიმი სასოწარკვეთით ცდილობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყველა შესაძლო ზეწოლა შეინარჩუნოს , - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, შედეგად, საქართველოს მთავრობა ევროკავშირს კიდევ „9 ნაბიჯით დაშორდა“.

„თბილისის რეჟიმი სასოწარკვეთით ცდილობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ყველა შესაძლო ზეწოლა შეინარჩუნოს და კიდევ ერთ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯის. ამის შედეგად, საქართველოს მთავრობა ევროკავშირს კიდევ 9 ნაბიჯით დაშორდა“, - წერს აუსტრევიჩუსი.