გაერთიანების საკითხზე ოპოზიცია კონსესუსის მიღწევას ამ ეტაპზეც ვერ ახერხებს. უფრო მეტიც, ოპოზიციის შიგნით პოზიციები შეუთანხმებელია სალომე ზურაბიშილის როგორც პოლიტიკური ფიგურის მიმართაც. ქართული ოცნების ოპონენტების ნაწილი 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისი მხრიდან სამომავლო გეგმების გასაჯაროებას ელოდება, ნაწილი კი იმაზე აპელირებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის. ქართული ოცნება კვლავ ოპონენტების არათანმიმდევრულობაზე საუბრობს. როგორია ოპოზიციის გეგმები და სალომე ზურაბიშვილის როლი მიმდინარე პროცესებში - გეგმავს თუ არა ოპოზოცია მეხუთე პრეზიდენტთან კოორდინაციის გაგრძელებას.