სასამართლოს მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შემდგომ დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშილის კიდევ ერთI, კერძოდ 7 ნოემბრის საქმის სხდომა გაიმართა. სააკაშვილი განაჩენის გამოცხადებას კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად არ დასწრევბია, თუმცა, 7 ნოემბრის საქმეზე ჩართვის სურვილი გამოთქვა. მან შეაფასა მისთვის მისჯილი განაჩენიც და აღნიშნა, რომ მისთვის ორ საქმეზე 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჯალათური, უკანონო და სამარცვინო გადაწყვეტილებების სერიაა.ექსპრეზიდენტის მიმართ გამკტანილ განაჩენს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები უკვე მოჰყვა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებას მიესალმებიან ქართულ ოცნებაში.