სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლის ამოქმედებას “ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს, ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.ამასთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება. პროექტის სახეცვლილი ვარიანტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა. პარალელურად, უმრავლესობის წევრები აქტიურად მუშაობენ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე, რომელიც პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე უკვე განიხილეს. დაგეგმილია რამდენიმიე საათში საკანონმდებლო ცვლილებების იურიდიულ საქმეთა კომიტეტზეც განხილვა.