ჩრდილოეთ მაკედონიაში, კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 59, ხოლო დაშავებულია სულ 155 ადამიანი - Palitra News

ჩრდილოეთ მაკედონიაში, კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 59, ხოლო დაშავებულია სულ 155 ადამიანი

2025-03-17 09:39:09+04:00

ჩრდილოეთ მაკედონიაში, კლუბში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული 14 ადამიანი სამკურნალოდ ბულგარეთში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. მათი მკურნალობა ჩრდილოეთ მაკედონიას ბულგარეთმა შესთავაზა. ხანძრის შედეგად დაღუპულია 59, ხოლო დაშავებულია სულ 155 ადამიანი. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაკავებულია 20 ადამიანი, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები და ღამის კლუბ „პულსის“ მენეჯერი არიან. შეგახსენებთ, ხანძარი ჩრდილოეთ მაკედონიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კოჩანის კლუბ „პულსში“ კვირას, გამთენიისას გაჩნდა. შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. კონცერტს დაახლოებით 1 500 ადამიანი ესწრებოდა.