თელ ავივში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა - Palitra News

თელ ავივში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

2025-03-17 09:38:26+04:00

თელ ავივში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს შორის „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ადამიანების ახლობლებიც იყვნენ. მომიტინგეებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოხატეს. ნეთანიაჰუმ ისრაელის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, რონენ ბარის გათავისუფლება მოითხოვა. აქციის მონაწილეების აზრით, მისი გათავისუფლება მძევლების წინააღმდეგ ომს ნიშნავს. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან რონენ ბარის მიმართ ნდობა დიდი ხნის წინ დაკარგა და ომის დროს კი საშინაო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ ნდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც თავად ბარმა თქვა, ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ გადადგომას მხოლოდ მას შემდეგ გეგმავს, რაც ჰამასი დარჩენილ მძევლებს დააბრუნებს.