კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „კამერასთან მუშაობის ტექნიკა და გამომსახველობითი ხელოვნება“ ჩატარდა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „კამერასთან მუშაობის ტექნიკა და გამომსახველობითი ხელოვნება“ ჩატარდა

2025-03-17 09:36:14+04:00

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „კამერასთან მუშაობის ტექნიკა და გამომსახველობითი ხელოვნება“ ჩატარდა, რომელსაც ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ია სუხიტაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა კამერასთან თავდაჯერებულად და ბუნებრივად მუშაობის ტექნიკა, ემოციების გამოხატვის მეთოდები, ტემბრისა და აქცენტის მართვა, ასევე, აუდიტორიასთან კომუნიკაციის სტრატეგია და ამბის დამაჯერებლად მიწოდების ხერხები, რაც მომავალში მონაწილეებს ჟურნალისტური პროდუქტის უკეთ მომზადებაში დაეხმარებათ.