ამერიკის შეერთბული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI ACT-ს 27 მარტს განიხილავს. კანონპროექტი მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ დააწესოს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მეგობარი აქტი ქართველი ხალხის მიმართ შტატების ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა. მათივე თქმით, ქართული ოცნების მხრიდან მეგობარი აქტის უგულებალყოფა, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღდმეგ წასვლის ტოლფასია.