უწყვეტი პროტესტის 109-ე დღესაც მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მეოთხე თვეა ახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოთხოვენ. დემონსტრანტებს მსვლელობით შეუერთდნენ ის მოქალაქეები, რომელიც პროტესტს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გამოხატავდნენ. "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა", ხალხი ითხოვს სამართალს", "საქართველო აჯანყდი!", - სკანდირებდნენ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ადამიანები. აქციის მონაწილების თქმით, მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას 31 მარტს აპირებენ.