საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ რაგბი ევროპის ჩემპიონია - Palitra News

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ რაგბი ევროპის ჩემპიონია

2025-03-16 18:03:37+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა.

კერძოდ, „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებს ანგარიშით 46:28 სძლია.

საქართველომ მოგებით მიჯრით მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტული მოიპოვა.

ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.