უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 130 დრონი ჩამოაგდეს, -
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა და 178 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 130 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 38 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები 14 ოლქში გაანადგურეს.