რა გზავნილები აქვს ამერიკულ მხარეს საქართველოს ხელისუფლების მისამართით? - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტები საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გააცნო. როგორც საელჩოს განცხადებიდან ჩანს ამერიკული მხარე ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საქართველოსგან სერიოზულ დამოკიდებულებას ელის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებაში ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული არ არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის წაყენებული პირობები, ქართული ოცნებისთვის მარტივი შესასრულებელი არ იქნება. ოპოზიციას უმრავლესობაზე საერთაშორისო წნეხის გაზრდის მოლოდინს უმყარებს MEGOBARI აქტი, რომლის მოსმენა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე 27 მარტს გაიმართება. ამ დროს რა პოზიცია აქვთ უმრავლესობაში?