აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI აქტს 27 მარტს განიხილავს - ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. დოკუმენტი, რომელიც მათ შორის ქართველ ფიზიკურ პირებზე სანქციებსა და საქართველოში კორუფციული პრაქტიკის კვლევას გულისხმობს, ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხი გაიზრდება. უმრავლესობა კი აშშ-ში წარდგენილ დოკუმენტს შანტაჟის მორიგ მცდელობად აფასებს. მის ინიციატორებს კი ე. წ დიფ სთეითის წარმომადგენლებად მიიჩნევს.