საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა თუ ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერა? საქართველოს მისამართით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მორიგი რეზოლუციების შემგომ პოლიტიკური მხარეების შეფასებები კვალვ ამ ორი პოზიციის გარშემო ტრიალებს. „საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს. - ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 12 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ მიიღო. მკაფიო მოთხოვნებით გამოდის ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტიც, რომელიც მომზადებული რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავად ჩეხეთის მთავრობას კი სთხოვს გაზარდოს ინდივიდუალური სანქციების სამიზნე პირების სია საქართველოში.