საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრები განაახლა - ქართულ პოლიტიკურ მხარეებს შორის პოზიციები კვლავ შეუთანხმებელია - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრები განაახლა - ქართულ პოლიტიკურ მხარეებს შორის პოზიციები კვლავ შეუთანხმებელია

2025-03-14 20:19:12+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრები განაახლა. დღეს სალომე ზურაბიშვილი კოალიცია ცვლილებისთვის ნაციონალური მოძრაობის პოლირიკურ ლიდერებს ინდივიდუალურად შეხვდა. საუბრის კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა შეხვედრის მონაწილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იდეების გაცვლას 31 მარტს დაანონსებულ აქციის შესახებაც აპირებდნენ. კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია ოპოზიციის გაერთიანება, რის შესახებაც პარტიები კონსესუსის მიღწევას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ. ქართულ პოლიტიკურ მხარეებს შორის პოზიციები შეუთანხმებელია არჩევნების თაობაზეც. უმრავლესობა თვითმართველობის არჩევნებისთვის, მათი ოპონენტები კი ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.