ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება - როგორ იკვეთება სამშვიდობო მოლაპარაკებების განვითარების პრესპექტივა - Palitra News

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება - როგორ იკვეთება სამშვიდობო მოლაპარაკებების განვითარების პრესპექტივა

2025-03-14 12:36:19+04:00

კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება. პუტინის თქმით, „იდეა კარგია“, მაგრამ არის „ნიუანსები“, რომლებიც განხილვას საჭიროებს. ვლადიმერ პუტინის განცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის სრული არ იყო. ტრამპის თქმითვე, მზადაა რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს. კრემლის ლიდერის განცხადებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. რას ამბობენ ლიდერები და როგორ იკვეთება სამშვიდობო მოლაპარაკებების განვითარების პრესპექტივა.