ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოთხოვნილია საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სანქციების სამიზნე პირთა სიის გაზრდა - Palitra News

ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოთხოვნილია საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სანქციების სამიზნე პირთა სიის გაზრდა

2025-03-14 12:35:11+04:00

ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. რეზოლუცია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხება და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. თავის მხრივ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ამგვარი შეფასება ხელისუფლების ოპონენტებს აფიქრებინებთ, რომ ამისთვის შესაბამისი საფუძვლები და არგუმენტები არსებობს. მმართველი გუნდისთვის ნებისმიერი ასეთი განცხადება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შიდა პოლიტიკაში ჩარევაა. მათი თქმით, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.