ვიხილავთ თუ არა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და კოალიციებს? ასევე სად გადის ერთიანობის მთავარი ზღვარი - ხელისუფლების ოპონენეტებს ამ კითხვებზე განზხვავებული მოსაზრებები აქვს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გაერთიანების შექმნა მნიშვნელოვანია, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები ერთიანობას აზიანებს. ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ერთიანობასა და მათ შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას უკვე დაწერილი სცენარის ნაწილს უწოდებენ.