საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს - Palitra News

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს

2025-03-13 19:02:15+04:00

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს.

ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის - მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.

“[ეროვნული ასამბლეა] გმობს ევროკავშირისა და მის სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევას, კონკრეტულად კი მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში”, - ნათქვამია რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 12 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ მიიღო.