ქობულეთში საცხოვრებელი უძრავი ქონება ძვირდებდა და კვადრატულზე საშუალოდ უკვე 1000 დოლარს აღწევს. როგორც თიბისი კაპიტალის კვლევაში ვკითხულობთ, 2024 წელს ქობულეთში 654 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა. მართალია, ტრანზაქციები წლიურად 33%-ით არის შემცირებული, მაგრამ გაზრდილია ფასები. ამ შემთხვევაში მატებამ 11% შეადგინა. უფრო კონკრეტულად, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2023 წელს თუ 890 დოლარი იყო, 2024 წელს 992 დოლარი გახდა. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ქობულეთში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია. 2024 წელს გაყიდვების წლიურად 33%-ით შემცირების მიუხედავად, ფასმა ზრდა განაგრძო და თითქმის 1000 დოლარს გაუტოლდა.