მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლიანი პატიმრობის მისჯას „ქართული ოცნება“ სამართლიანობის აღდგენად, ოპოზიცია კი პოლიტიკური დევნად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ მმართველი გუნდის მიერ მართული სასამართლოს განაჩენი ნდობას არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ იწვევს. ოპოზიცია პარალელს სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და ქართულ ოცნებას შორის ავლებს. ფიქრობენ რომ ივანიშვილის გუნდმა მთელი რიგი მიმართულებებით ნაციონალური მოძრაობის ანტირეკორდი გააუმჯობესა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლიაანი პატიმრობა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გუშინ გამოაცხადა.