„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ახალი თანაინიციატორი ჰყავს. აქტს კონგრესმენი ტომ სუოზი დაემატა. "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად 10 იანვარს დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება. აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, "ქართული ოცნების" მთავრობაზე. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ რომ კონკგრესში ინიცირებული დოკუმენტი ქართველი ხალხის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ რომ ქართული ოცნების მიმართ საერთაშორისო ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.