მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? - კითხვაზე პასუხი ცალსახა არ არის, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, რადგან, მათი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ პარტიაში, - სახელისუფლებო გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. რა პოზიცია აქვთ მხარეებს?