ნარკოტიკის, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან შემოწმებისათვის თავის არიდება, 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას გამოიწვევს - Palitra News

ნარკოტიკის, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან შემოწმებისათვის თავის არიდება, 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას გამოიწვევს

2025-03-11 21:37:23+04:00

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ცვლილება ამჯერად ნარკოტიკული საშუალებების დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნის საკითხების რეგულირებას ეხება. მმართველი პარტია ნარკოტიკებთან, მათ შორის მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც სისხლის სამართლის, ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების მიღებით ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად გამოწვეული პრობელემების აღმოფხვას შეეცდებიან. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველი პარტია ამ ცვლილებებს დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის გარეშე იღებს.