როგორ ეხმაურებიან „MEGOBARI აქტს“ საქართველოში ქართველი პოლიტიკოსები - Palitra News

როგორ ეხმაურებიან „MEGOBARI აქტს“ საქართველოში ქართველი პოლიტიკოსები

2025-03-11 15:22:33+04:00

ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, MEGOBARI Act-ი წარადგინეს, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე.