თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 მოქალაქის პროცესი ამ დრომდე გრძელდება - მხარეები სხდომათა დარბაზში მტკიცებულებებს წარადგენენ და მათ დაშვებაზე მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში არიან - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 მოქალაქის პროცესი ამ დრომდე გრძელდება - მხარეები სხდომათა დარბაზში მტკიცებულებებს წარადგენენ და მათ დაშვებაზე მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში არიან

2025-03-10 21:01:09+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 მოქალაქის პროცესი ამ დრომდე გრძელდება - მხარეები სხდომათა დარბაზში მტკიცებულებებს წარადგენენ და მათ დაშვებაზე მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში არიან. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს ფსიქოლოგიურად მოძალადე უწოდა. ასევე დღევანდელ სხდომაზე სიტყვის უფლებით, დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემაც ისარგებლა. მან მოსამართლეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არდაშვების თხოვნით მიმართა.