საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წასული აქციის მონაწილეები თსუ-ს ეზოში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ, საიდანაც, პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ - Palitra News

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წასული აქციის მონაწილეები თსუ-ს ეზოში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ, საიდანაც, პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ

2025-03-07 21:15:50+04:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მსვლელობით წასული აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

„უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ", „ბრძოლა ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

დემონსტრანტები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ აპირებენ წასვლას, სადაც აქციას შეუერთდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს პარლამენტთან აქცია დღესაც გაიმართება.