რა ლოკაციებზე იგეგმება აქციები უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს - Palitra News

რა ლოკაციებზე იგეგმება აქციები უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს

2025-03-07 12:38:09+04:00

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტიდან 100 დღე გავიდა. პროტესტის მე-100 დღესაც თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დღის განმავლობაში აქცია-მსვლელობას რამდენიმე ლოკაციაზე გამართავენ, დღის ბოლოს კი ტრადიციულად დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია,- დემონსტრანტები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. კონკრეტულად რა ლოკაციებზე იგეგმება აქციები უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს.