პროკურორ მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, შესაბამისმა დეპარტამენტმა ინტერპოლს გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე მიმართა - Palitra News

პროკურორ მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, შესაბამისმა დეპარტამენტმა ინტერპოლს გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე მიმართა

2025-03-07 09:32:17+04:00

პროკურორ მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, შესაბამისმა დეპარტამენტმა ინტერპოლს გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე მიმართა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3 საქმეზე შეეფარდა. წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება - ასე აფასებს ოპოზიცია მოსამართლეების მხრიდან ბაჩიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მსჯევრდებულ ბაჩიაშვილის ყოფნა ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი თავსატეხია.