რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები “ქართული ოცნების” რეჟიმს მე-100 დღეა აპროტესტებენ. პროტესტის 99-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოქალაქეების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, პროტესტი მუხტს არ კარგავს. პროტესტის მე-100 დღეს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რუსთაველის გამზირზე 100 დღე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვებაა.