სალომე სამადაშვილი - საქართველოს შეიძლება არ აქვს წიაღისეულის მდიდარი რესურსები, მაგრამ გვაქვს სატრანზიტო შესაძლებლობები, რამაც შეიძლება დააინტერესოს აშშ, გადაიტვირთოს სტრატეგიული ურთიერთობები - Palitra News

სალომე სამადაშვილი - საქართველოს შეიძლება არ აქვს წიაღისეულის მდიდარი რესურსები, მაგრამ გვაქვს სატრანზიტო შესაძლებლობები, რამაც შეიძლება დააინტერესოს აშშ, გადაიტვირთოს სტრატეგიული ურთიერთობები

2025-03-06 15:55:10+04:00

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს არ აქვს წიაღისეულის თვალსაზრისით მდიდარი რესურსები, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი, რამაც შეიძლება აშშ დააინტერესოს. მისივე განმარტებით, ამ პროცესს ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს.