დრაკულა ირლანდიელი მწერლის ბრემ სტოკერის გოთიკური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1897 წელს დიდ ბრიტანეთში , გამომცემლობა Archibald Constable and Company-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნი მოგვითხრობს ვამპირ გრაფ დრაკულაზე , რომელიც 1462 წელს, თურქებთან ბრძოლიდან დაბრუნებისას გაიგებს, რომ მისმა საყვარელმა ქალმა, ელიზაბეტამ თავი მოიკლა, რადგან მას დრაკულას სიკვდილის შესახებ ამცნეს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ დრაკულა ტოვებს ტრანსილვანიას და ინგლისში მიემგზავრება. იქ ის გაიცნობს მშვენიერ მინა მიურეის, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ელიზაბეტას. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება, მაგრამ მინა დანიშნულია და ცოლად მიჰყვება ახალგაზრდა ადვოკატ ჯონათან ჰარკერს. დრაკულა სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და ეს მას შურისძიებისაკენ უბიძგებს. მას შემდეგ რაც, რამდენიმე ადამიანი გახდება დრაკულას მსხვერპლი, პროფესორი აბრაამ ვან ჰელსინგი საბოლოოდ დარწმუნდება ვამპირების არსებობაში და მათზე ნადირობას დაიწყებს. ამაში მას ეხმარება ჯონათან ჰარკერიც, რადგან მისი მეუღლე მთლიანად დრაკულაზე ფიქრითაა შეპყრობილი.
ბრემ სტოკერი დაიბადა 1847 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ დუბლინში, ირლანდია, პროტესტანტულ ოჯახში. განათლება დუბლინის უნივერსიტეტში მიიღო , რომლის დამთავრების შემდეგ სტოკერი მსახურობდა სახელმწიფო სამსახურში და პარალელურად მუშაობდა ჟურნალ „The Evening Mail“-ის ჟურნალისტად და თეატრალურ კრიტიკოსად. ამ პერიოდში ის დაუმეგობრდა ინგლისელ მსახიობ ჰენრი ირვინგს. 1878 წელს ირვინგმა შესთავაზა მას თეატრ „ლიცეუმის“ დირექტორობა. სტოკერი დათანხმდა შემოთავაზებას და გადავიდა ლონდონში. 27 წლის განმავლობაში სტოკერი იყო ირვინგის მენეჯერი ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე. ირვინგთან მეგობრობა დაეხმარა მას შესულიყო ლონდონის მაღალ საზოგადოებაში. აქ მან გაიცნო ართურ კონან დოილი და ჯეიმზ უისლერი. მიუხედავად იმისა, რომ ბრემი არის უამრავი ნაწარმოების ავტორი,საყოველთაო აღიარება მას სწორედ „დრაკულამ“, მოუტანა, რომლის შთაგონების წყაროდ იქცა ჯოზეფ ლეფანიუს გოთიკური რომანი „კარმილა“ . რომანზე ის მუშაობდა დაახლოებით 8 წელიწადი და სწავლობდა ევროპულ ფოლკლორს და ლეგენდებს ვამპირების შესახებ.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე, პალიტრა ელ წერტილი ჯი.