თბილისში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი - Palitra News

თბილისში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი

2025-03-05 14:54:48+04:00

თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.