პროკურატურა ორგანიზაცა სამართლიან არჩევნებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას სთხოვს. ორგანიზაციამ უწყებისგან ოფიციალური წერილი მიიღო. „სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ რომ პროკურატურა დოკუმენტებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ითხოვს. ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ პროკურატურაში შესაბამის დოკუმენტაციას გაგზავნიან.