ძლიერმა შტორმმა ტეხასის შტატის ქალაქ ლუისვილის საცხოვრებელი უბნები გაანადგურა, ტერიტორიაზე სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს - Palitra News

ძლიერმა შტორმმა ტეხასის შტატის ქალაქ ლუისვილის საცხოვრებელი უბნები გაანადგურა, ტერიტორიაზე სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს

2025-03-05 15:39:36+04:00

სტიქია აშშ-ში. ძლიერმა შტორმმა ტეხასის შტატის ქალაქ ლუისვილის საცხოვრებელი უბნები გაანადგურა. ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს. მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამასთან, ქალაქში ამ დრომდე გათიშულია ელექტროენერგია. შტატის ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობა ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გააფრთხილეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და შესაბამისი უწყებები ზარალის მინიმუმამდე შემცირებისათვის აქტიურად მუშაობენ.