აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინასთან ურთიერთობებბი და რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად საჭირო სამშვიდობო მოლაპარაკებები იყო. ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისგან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აშშ-ს მხრიდან უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. რა ძირითად საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას აშშ-სა და უკრინის პრეზიდენტები და როგორია მათი პოზიციები, თემის დეტალებით ნატალია თვაური გვიერთდება.