„ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ მიღებულ შეზღუდვას,რომელის თანახმადაც, საქართველოს რამდენიმე ოფიციალურ პირს ესტონეთში ლატვიასა და ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.ჩამოთვლილი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სანქცირებულთა საიში მოხვედრილ პირებს ადამიანის უფლებების დაღრვევაში ადანაშაულეებენ. თუმცა ქართული ოცნების ლიდერებისთვის როგორც ჩანს, დასახლებეული არგუმენტები მისაღები არ არის. ქართველი ოპოზიციონერები სანქციების გაფართოებას მათ შორის სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც ელოდებიან. ამ დროს რას აპირებს ევროკავშირი?