არაბული ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 53 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გეგმას, რომელიც პალესტინის ხელისუფლების მომავალი ადმინისტრაციის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გარეშე ღაზას სექტორის აღდგენას ითვალისწინებს - Palitra News

არაბული ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 53 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გეგმას, რომელიც პალესტინის ხელისუფლების მომავალი ადმინისტრაციის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გარეშე ღაზას სექტორის აღდგენას ითვალისწინებს

2025-03-05 09:36:46+04:00

არაბული ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 53 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გეგმას, რომელიც პალესტინის ხელისუფლების მომავალი ადმინისტრაციის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გარეშე ღაზას სექტორის აღდგენას ითვალისწინებს. ეგვიპტის პრეზიდენტმა, სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ მისი მთავრობის რეკონსტრუქციის გეგმა პალესტინელების საკუთარ მიწაზე დარჩენას უზრუნველყოფს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეკონსტრუქციის გეგმა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ არსებულ ვითარებას არ აჩვენებს და მასში თავდასხმის დროს ისრაელელების მკვლელობა და გატაცება, ან „ჰამასის“ კრიტიკა ასახული არ არის. „ჰამასმა“ კი გეგმის წარმატების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებები მოითხოვა და სამიტს არაბული და ისლამური მხარდაჭერის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზადაა გეგმასთან დაკავშირებით სრული თანამშრომლობისთვის.