საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სებ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამდღიანი ვორკშოპი ჩაატარეს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლიდან კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებისა და კონკურენციის აღსრულების დარღვევაზე რეაგირების მექანიზმების დანერგვის მიზნით. მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარება, რომელიც საფინანსო სექტორში კონკურენციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეხმარება გამოავლინოს ის რეგულაციები, რომლებიც შესაძლოა ბაზრის დინამიკას აფერხებდნენ.