რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა ოდესის ოლქსა და ქალაქ ოდესაზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ამავე ცნობით, თავდასხმას მასშტაბური ნგრევა და ხანძარი მოჰყვა, დაზიანებულია სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 60-ზე მეტი მაშველი იყო ჩართული.