ქართველი ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას სხვა სხვა შემზღუდავი მექანიზმებიც მოჰყვება. მათი თქმით, სანქციების გაფართოება გარდაუვალია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობების გადატვირთვას არავინ აპირებს. როგორც ცნობილია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ამოქმედებას დიდი ბრიტანეთიც გეგმავს. თავად მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ხელისუფლებები გლობალური ომის პარტიის გავლენას განიცდიან. მათი თქმით, არასერიოზულია ის ქმედებები, რომლებსაც კონკრეტული ქვეყნები საქართველოს მიმართ ჩადიან.