მედიის კანონის ბრიტანული მოდელი, ამერიკული "ფარას" ანალოგიური კანონპროექტი და „სამშობლოს ღალატის“ მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში - ეს იმ საკანონმდებლო ცვლილებათა ჩამონათვალია, რომელიც მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით მიიღო. ჩამოთვლილი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან. თავად ქართული ოცნება საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები რეპრესიული ხასიათისაა. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა- ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. მიმდინარე პროცესების ფონზე “ხალხის ძალის” დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კარგი იქნება პარლამენტმა სოციალური ქსელების მიმართულებით გარკვეული სახის რეგულაციებზე დაიწყოს მუშაობა.