დაიწყება თუ არა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის დავა, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით- არსებული ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. თავად ბაჩიაშვილი კი აცხადებს რომ ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც კი გამოიყენა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, გ ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მხილების კუთხით მთავარი მისია შეასრულა და მისი რეალური სახე საზოგადოებას უკვე დაანახა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს დატოვების შესახებ 4 მარტს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა. ის არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება საქართველოს დატოვების შემდეგ.გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისებაში ადანაშაულებენ.