დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. თბილისის მთავარ გამზირზე მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან.საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი დემონსტრანტები “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას,აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების უპირობოდ გათავისულებას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას მოითხოვენ. დემონსტრანტების თმით, არ გაჩერებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. უწყვეტი პროტესტის 98 დღესაც აქციის მონაწილეები დაპატიმრებული მოქალაქეების სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 12 საათზე შეიკრიბებიან. პარალელურად დემონსტრანტები 7 მარტისთვის ემზადებიან და პროტესტის მეასე დღისთვის მასშტაბურ აქციას აანონსებენ.