ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქციების მორიგი პაკეტი აამოქმედეს. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე დაასანქცირეს. ამ სიაში მოსამართლეები, დეპუტატები, პროკურორები და პოლიციელები მოხვდნენ. ესტონეთის საგარეო უწყებების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს. წევრი სახელმწიფოების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში