გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს ტერიტორია დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან მიიღო სანდო ინფორმაცია მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ამას შესაძლოა სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ამასთან, ბაჩიაშვილის თქმით, მისი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ასევე, როგორც ის ამბობს, ამ ბრძოლაში მისი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. რა წერია ბაჩიაშვილის ბოლო განცხადებაში და რა ვიცით ამ საქმის გარშემო არსებულ დეტალებზე.