ბათუმის საქალაქო სასასამართლოში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა პროტესტის ფონზე გრძელდება. „ბათუმელები“ ავრცელებს სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის მიერ მათთვის გადაცემულ წერილს, სადაც დაპატიმრებული მედიამენეჯერი წერს, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. მზია ამაღლობელის წერილი მას შემდეგ გავრცელდა, რაც სხდომაზე „ტექნიკური ხარვეზების“ გამო დარბაზში მისი სიტყვები არ ისმოდა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და არსებითად განიხილავს თუ არა ამ საქმეს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შენობაში და მის გარეთ მზია ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ - სასამართლოში იმყოფება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი. როგორ მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი?