ვენეციის კომისია მორიგი კრიტიკული დასკვნით „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები გადაიხედოს. ვენეციის კომისიის დასკვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა. კომისიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტები, შესაბამისი მხარეების მონაწილეობის გარეშე, ნაჩქარევად იყო მიღებული. ამ თემას უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსებიც. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ დასკვნას კვლავ მიუღებელს უწოდებენ, თუმცა განახვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.