ბათუმის საქალაქო სასამართლოში იწყება პროცესი, რომელზეც მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავენ - რა ვითარებაა ადგილზე - Palitra News

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იწყება პროცესი, რომელზეც მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავენ - რა ვითარებაა ადგილზე

2025-03-04 15:49:10+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იწყება პროცესი, რომელზეც მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავენ. მოსამართლემ სწორედ დღეს უნდა გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა საქმის არსებით განხილვას, თუ აღძრულ საქმეს შეწყვეტს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს თავად მზია ამაღლობელიც დაესწრება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ის სასამართლოში მიიყვანეს.