გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა - რა წერია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბოლო განცხადებაში - Palitra News

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა - რა წერია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბოლო განცხადებაში

2025-03-04 15:41:51+04:00

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან მიიღო სანდო ინფორმაცია მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ამას შესაძლოა სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ამასთან, ბაჩიაშვილის თქმით, მისი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ასევე, როგორც ის ამბობს, „ამ ბრძოლაში მისი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება“. უფრო დეტალურად რა წერია ბაჩიაშვილის ბოლო განცხადებაში და რა ვიცით ამ საქმის შესახებ